суббота, 7 октября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე



             ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.გადავამოწმეთ ჩვენი პორთფოლიო და შევიტანეთ სათანადო შესწორებები.
მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილე პედაგოგთა პროექტები.რამოდენიმე პროექტმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით გამოვარჩევ   მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ლიტერატურის მასწავლებლუის მერი მამულაშვილის  პროექტი "კაი ყმა  -ვაჟას შემოქმედებაში, იზო ძოძიშვილის - "ჯანსაღი ცხოვრების წესი", ნინო ტეტუნაშვილის -" შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი"- თემა  ეძღვნება ძალადობის,ტრეფიკინგის, ბულინგის მსხვერპლთ.   ასევე ძალიან მომეწონა კარალეთის საჯარო სკოლის პედაგოგის ქეთევან რჩეულიშვილის პროექტი- " ჩემი სოფლის გზამკვლევი", სადაც საუბარი იყო სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
            ამით დავასრულეთ ჩვენი  სასწავლო პროგრამა.
            დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი  ცერაძეს საინტერესო და სასიამოვნო მუშაობისთვის.

воскресенье, 1 октября 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე



                   სამუშაო დღე კვლავ დავიწყეთ გამეორებით.შემდე გადავედით ახალ მასალაზე, კერძოდ  ვისაუბრეთ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნაზე.
      გავხსენით ჩვენი ელ-ფოსტა და ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივზე .ვისწავლეთ ასევე სიის გაჯეტის გაკეთება.მოვიყვანეთ წესრიგში ჩვენი პორთფოლიო და ავტვირთეთ ჯერ დრაივში და შემდეგ ბლოგზე.

суббота, 30 сентября 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე





              სამუშაო დღე დავიწყეთ  წინა მასალის გამეორებით.განვიხილეთ  მოსწავლეთა საჭიროების ფორმები. შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, რომელიც წინასწარ მქონდა  შემუშავებული, სასწავლო პროცედურები ეტაპებად დაყოფილი.
      დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა.

воскресенье, 24 сентября 2017 г.

მეექვსე დღე

       
                                 ტრენინგის  მეექვსე დღე


 
           სამუშაო დღე დავიწყეთ  გავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის განხილვაზე. განხილვა დავიწყეთ პრობლემის ანალიზით და განვიხცილეთ თითოეული სლაიდის შექმნა. გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს და რეფლექსიას.
             საშინაოდ უნდა მოვამზადოთ სასწავლო პროცედურები.

воскресенье, 17 сентября 2017 г.

ტრენინ გის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ კვლავ გავლილი მასალის გამეორებით.მოვახდინეთ შეფასების სხვსდსსხვა მეთოდების განხილვა.მოვძებნეთ პროექტის მიმართულების საკვანძო კითხვ.ები.  ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოზე.
     სამუშაო დღემ  დამღლელად, მაგრამ საინტერესოდ და შედეგიანად ჩაიარა..
     მადლობა გულისხმიერებისა და სტიმულირებისათვის.
           

суббота, 16 сентября 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

სამუშაო დღეს ვიწყებთ საქაღალდის შემოწმებით.გავიხსენეთ ვორდის ფურცლის დაყოფა და ბუკლეტის გაკეთება.
          გადავედით პროექტის გეგმის შევსებაზე- პროექტის შაბლონის ფორმაში.  გავხსენით ინტელის დ -დისკი და ინტელის გზამკვლევი.
        პროექტის გეგმაში შევიტანეთ საგნის სტსნდარტი,განვსაზღვრეთ მიზნები და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები.

воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე



                ~გავხსენით   დესკტოპი და გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდე.გადავხედეთ პროექტების სწავლების სახელმძღვანელოს, გავეცანით ბუკლეტის ნიმუშს.გავაკეთეთ სარეკლამო ბუკლეტის ნიმუში თითოეულმაჩვენს სფეროში..სამუშაო დღის დასრულებამდე გავეცანით საქაღალდის დაზიპვას და დავასრულეთ სამუშაო.
     დღე შრომატევადი, მაგრამ საინტერესო იყო. მადლობა ყველაფრისათვის.