суббота, 7 октября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე



             ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.გადავამოწმეთ ჩვენი პორთფოლიო და შევიტანეთ სათანადო შესწორებები.
მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილე პედაგოგთა პროექტები.რამოდენიმე პროექტმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით გამოვარჩევ   მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ლიტერატურის მასწავლებლუის მერი მამულაშვილის  პროექტი "კაი ყმა  -ვაჟას შემოქმედებაში, იზო ძოძიშვილის - "ჯანსაღი ცხოვრების წესი", ნინო ტეტუნაშვილის -" შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი"- თემა  ეძღვნება ძალადობის,ტრეფიკინგის, ბულინგის მსხვერპლთ.   ასევე ძალიან მომეწონა კარალეთის საჯარო სკოლის პედაგოგის ქეთევან რჩეულიშვილის პროექტი- " ჩემი სოფლის გზამკვლევი", სადაც საუბარი იყო სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
            ამით დავასრულეთ ჩვენი  სასწავლო პროგრამა.
            დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი  ცერაძეს საინტერესო და სასიამოვნო მუშაობისთვის.

воскресенье, 1 октября 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე



                   სამუშაო დღე კვლავ დავიწყეთ გამეორებით.შემდე გადავედით ახალ მასალაზე, კერძოდ  ვისაუბრეთ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნაზე.
      გავხსენით ჩვენი ელ-ფოსტა და ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივზე .ვისწავლეთ ასევე სიის გაჯეტის გაკეთება.მოვიყვანეთ წესრიგში ჩვენი პორთფოლიო და ავტვირთეთ ჯერ დრაივში და შემდეგ ბლოგზე.