суббота, 7 октября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე



             ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.გადავამოწმეთ ჩვენი პორთფოლიო და შევიტანეთ სათანადო შესწორებები.
მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილე პედაგოგთა პროექტები.რამოდენიმე პროექტმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით გამოვარჩევ   მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ლიტერატურის მასწავლებლუის მერი მამულაშვილის  პროექტი "კაი ყმა  -ვაჟას შემოქმედებაში, იზო ძოძიშვილის - "ჯანსაღი ცხოვრების წესი", ნინო ტეტუნაშვილის -" შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი"- თემა  ეძღვნება ძალადობის,ტრეფიკინგის, ბულინგის მსხვერპლთ.   ასევე ძალიან მომეწონა კარალეთის საჯარო სკოლის პედაგოგის ქეთევან რჩეულიშვილის პროექტი- " ჩემი სოფლის გზამკვლევი", სადაც საუბარი იყო სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
            ამით დავასრულეთ ჩვენი  სასწავლო პროგრამა.
            დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი  ცერაძეს საინტერესო და სასიამოვნო მუშაობისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий